ტელეფონი
(+995) 568-68-68-86
ელ-ფოსტა
info@saproeqto.ge
სამუშაო საათები
9:00 - 20:00
ზარის მოთხოვნა

ჰიდროიზოლაცია

ჰიდროსაიზოლაციო ტექნოლოგიები
შენობა ნაგებობების და ნებისმიერი მიღწევადი ადგილის დამუშავება და იზოლაცია!

ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი წყალგამდინარე წერტილის იზოლაცია, სხვადასხვა მასალით და სხვადასხვა შესრულებით. სრული შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებისადმი ჰიდროსაიზოლაციო ტექნოლოგიების სფეროში


ჰიდროიზოლაცია შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერ ზედაპირზე, როგორც შენობის გარედან, ასევე შენობის შიგნიდან;
გამოყენების შეუზღუდავი არეალი: საძირკველები, ჭერები, კედლები, პარკინგები, გვირაბები, საცურაო აუზები, რეზერვუარები, საგზაო-სამშენებლო ტექნიკის ცვეთადი ნაწილები და ა.შ

 სწრაფი ინსტალაცია ვერტიკალურ ან უსწორმაწორო ზედაპირზეც კი

 სწრაფი შრობა

 გამოყენების შესაძლებლობა მაღალი დატვირთვის ზედაპირებზეც კი

 იდეალური ადგეზია ნებისმიერი ტიპის (მეტალის, ბეტონის და ა.შ.) სუბსტრატზე

 მაღალი ელასტიურობა


ჰიდროიზოლაცია – ეს არის საქმე , რომელიც ითვალისწინებს სრულიად არსებული შენობის და წერტილების ანალიზს, დამუშავებას, იზოლაციას და წყლის გაჟონვის პრობლემის მოგვარებას. დადგენილია სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე მოქმედების წესები, აგრეთვე ობიექტზე მოსამსახურე პერსონალის მოქმედებათა წესი

💯 ჩვენ აგვირჩიეს
 სამშენებლო კომპანია დავიდე   
 სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მირაქს დეველოპმენტი"  
 Lisi Hills Hotel   (სასტუმრო "ლისი ჰილს")
 სამშენებლო კომპანია "ანაგი"    


ბრტყელი გადახურვა (ჰიდროიზოლაცია) 
ბრტყელი გადახურვა უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს განპირობებულია იმ უპირატესობებით, რაც მას ტრადიციულ გადახურვასთან შედარებით ააქვს. ბრტყელი სახურავი გადახურვის სივრცის გამოყენების საშუალებას იძლევა. შესაძლებელია მასზე ტერასის მოწყობა.

ბრტყელი გადახურვის დროს ჰიდროიზოლაციისთვის უპირატესობა ენიჭება ორ კომპონენტიან მასალას BERGAUF B-ISOL UP ELAST 2K ("ელასტ 2კ"). პოლიმერულ-ცემენტის ორკომპონენტიანი ელასტიური ჰიდროიზოლაცია, გამოყენებადია ბეტონის, აგურის, ბუნებრივი და ხელოვნური ქვების, გიფსოკარტონის ზედაპირებზე. თავსებადია სასმელ წყალთან, მედეგია აგრესიული გარემოსადმი და ყინვებისადმი.



აუზების ჰიდროიზოლაცია
კომპანია "ბერგაუფი" აუზის ჰიდროიზოლაციის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. კომპანია სამუშაოებს ახორციელებს როგორც სპეციალური პოლიმერული მემბრანით, აგრეთვე თხევადი ჰიდროსაიზოლაციო მასალებით.

აუზის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები კომპლექსურია. ბეტონის ჰიდროსაიზოლაციო დანამატი აუზის კედლების წყალგაუმტარი ბეტონისგან ჩასხმის შესაძლებლობას იძლევა. სპეციალური მასალები ("B-Construct TX B55"მშრალ ბეტონზე) ხოლო ("B-Germel"სველ ბეტონზე) უზრუნველყოფს ცივი ნაკერების წყალგაუმტარობას.

აღსანიშნავია, რომ გამოყენებულ მასალებს აქვს სასმელ წყალთან კონტაქტისთვის საჭირო შესაბამისი სერტიფიკატები.


იმისთვის, რომ ჩატარდეს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, ჩვენ გვჭირდება სამუშაო ადგილის დათვალიერება შეფასება და აღწერა.


მუშაობის განრიგი

1. გასვლა დამკვეთთან;

2. აუცილებელი მონაცემების შეგროვება (სამუშაო ადგილის და წერტილების მოცულობა, სამუშაოს სირთულის განსაზღვრა, ჩასატარებელი სამუშაოების შეჯამება და ა. შ. )

3. ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოსთვის საჭირო დროის, მასალის და პროფესიონალების ჯგუფის შექმნა;

4. სამუშაოსთვის აუცილებელი პროდუქტის და ხელსაწყოების განსაზღვრა;

5. ჩატარებული სამუშაოების დამკვეთისთვის წარდგენა


ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა:

ჩვენი ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები  საკმაო შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აქვს (შესაბამისი გარანტიები) სამუშაოს ჩატარების გეგმა განისაზღვრება გამომდინარე დამსაქმებლის მოთხოვნებიდან (სხვადასხვა სირთულის სხვადასხვა მასალით და სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფებით)
ამისათვის საჭიროა:           

> ზუსტი ანალიზი და აღწერა სამუშაო ტერიტორიის (სახურავი,იატაკი და ა.შ);

> საჭირო სამუშაოების აღწერა და დაგეგმარება;

> სამუშაოსათვის საჭირო გუნდის და მასალის მობილიზაცია.


კონტაქტი
მობ: 
591-23-57-13 (ედო)

скачать dle 12.1
22-06-2020, 20:24 / სერვისები