ტელეფონი
(+995) 577 688 100
ელ-ფოსტა
info@saproeqto.ge
სამუშაო საათები
9:00 - 20:00
ზარის მოთხოვნა

დიზაინი

ექსტერიერის (ფასადის) დიზაინი 
ფასადი ნებისმიერი შენობის უნიკალურ სახეს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია იგი იყოს ერთდროულად გამორჩეული და ორგანულად ჯდებოდეს გარემოში. არქიტექტურული კომპანია “საპროექტო სახლი” გთავაზობთ, ექსტერიერის დიზაინის მომსახურებას.
ექსტერიერის დიზაინი მოიცავს:
  • დამკვეთის ინტერესებიდან, გემოვნებიდან და ქალაქდაგეგმარების მოთხოვნებიდან გამომდინარე სტილის შერჩევას;
  • დიზაინის ესკიზური ალტერნატივების შექმნას;
  • არსებული ექსტერიერის დეტალურ აზომვით ნახაზს;
  • დეტალურ საპროექტო ნახაზს;
  • პროექტის ვიზუალიზაციას ყველა ელემენტის გათვალისწინებით;
  • ექსტერიერის მასალების შერჩევას;
  • საჭიროების შემთხვევაში პროექტის შეთანხმებას მუნიციპალურ სამსახურთან;
  • სარემონტო სამუშაოების ორგანიზებასა და წარმოებაში, არქიტექტურული, საავტორო ზედამხედველობითი აქტიური მხარდაჭერა – მონაწილეობა.
სურვილის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის და სამუშაოების გრაფიკის შედგენას.
  • ინტერიერის დიზაინი
არქიტექტურული კომპანია “საპროექტო სახლი” გთავაზობთ, ინტერიერის დიზაინის მომსახურებას. შესაძლებელია, როგორც საცხოვრებელი ფართების ინტერიერის, ასევე სხვა დანიშნულების ფართების ინტერიერის დიზაინის პროექტის მომზადება, მათ შორის: ბინის ინტერიერის დიზაინი, საოფისე სივრცეების ერგონომიური დაგეგმარება, სავაჭრო და საგამოფენო სივრცეების დაგეგმარება, საგამოფენო და სადემონსტრაციო სტენდების პროექტირება, კვების ობიექტების დარბაზებისა და სხვა ფართების დიზაინი.
ინტერიერის დიზაინის შექმნა მოიცავს:
  • დამკვეთის ინტერესებიდან და გემოვნებიდან გამომდინარე სტილის შერჩევას;
  • დიზაინის ესკიზური ალტერნატივების შექმნას;
  • ინტერიერის დეტალური ტექნიკური ნახაზი;
  • დემონტაჟის გეგმას (საჭიროების შემთხვევაში);
  • ვიზუალიზაცია – ფოტო მონტაჟი და სამგანზომილებიანი (3D) გამოსახულება;
  • მასალების შერჩევას და მათ შეხამებას;
  • ავეჯის განლაგების გეგმას;
  • სანიტარული კვანძების და ელ. წერტილების განლაგების სქემას;
  • სურვილის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის და სამუშაოების გრაფიკის შედგენას;
  • სარემონტო სამუშაოების ორგანიზებასა და წარმოებაში, არქიტექტურული, საავტორო ზედამხედველობითი აქტიური მხარდაჭერა – მონაწილეობა.
скачать dle 12.1
მობ: 577 688 100
ელ-ფოსტა: info@saproeqto.ge