საპროექტო
სახლი
დააპროექტე ჩვენთან
ტელეფონი
(+995) 568 68 68 86
ელ-ფოსტა
[email protected]
სამუშაო საათები
9:00 - 20:00
ზარის მოთხოვნა
მთავარი
კომპანიის შესახებ
სერვისები
პროექტები
კონტაქტი
საპროექტო სამუშაოები
არქიტექტურული კომპანია “საპროექტო სახლი” გთავაზობთ არქიტექტურული მომსახურების სრულ სპექტრს, რაც მოიცავს:
საპროექტო დავალების ჩამოყალიბება – დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად;
დამკვეთთან ერთად საპროექტო ამოცანების დასახვა;
ალტერნატივების გადამოწმება ესკიზების, ჩანახატების საშუალებით
სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
დამკვეთის სურვილებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე ტექნიკური დავალების ჩამოყალიბება;
სამშენებლო ბიუჯეტის ჩარჩოების შეთანხმება – ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
პროექტირებაში საჭირო მონაწილეების დადგენა – ქვეკონტრაქტორების და ვიწრო სპეციალისტების მოძიება;
საპროექტო ადგილის დათვალიერება, შესწავლა, ზონირება და სხვა საჭირო ღონისძიების განხორციელება;
სამშენებლო ნაკვეთთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოთხოვნების მოძიება (სამშენებლო ზონების, ისტორიული კვლევის და ა.შ.);
ესკიზური პროექტის შექმნა და წინა საპროექტო კვლევების განხორციელება;
პროექტის კონცეფციის შემუშავება;
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება;
ქალაქგეგმარებითი, მოცულობითი, ფუნქციონალური, ტექნიკური, ეკოლოგიური, სამშენებლო საკითხების განხილვა და დაზუსტება;
წარმოდგენილი იქნება ინტერიერის და ექსტერიერის ესკიზური 3D რენდერები/მაკეტი;
არქიტექტურის სამსახურთან პროექტის შეთანხმების საკითხების წინასწარი განხილვა;
მუნიციპალურ სამსახურთან პროექტის შეთანხმებასა და ნებართვის მიღებაში აქტიური მონაწილეობა;
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ორგანიზებასა და წარმოებაში, არქიტექტურული, საავტორო ზედამხედველობითი აქტიური მხარდაჭერა – მონაწილეობა.
ქალაქგეგმარება (ურბანული დაგეგმარება)
არქიტექტურული კომპანია “საპროექტო სახლი” გთავაზობთ, ქალაქგეგმარებით არქიტექტურულ მომსახურებას რაც მოიცავს:
ურბანული სტრუქტურირება – ქალაქის ლოკაციების (უბნების) ურთიერთ დაკავშირება;
საქალაქო ტიპოლოგია – სივრცითი და ურბანული ტიპები, რაც ზეგავლენას ახდენს ქალაქის ინფრასტრუქტურით და რესურსებით სარგებლობაზე;
მისაწვდომობა – რაც უზრუნველყოფს სატრანსპორტო არტერიებით შეუფერხებელ და უსაფრთხო სარგებლობას;
ცნობადობა და ადგილზე ორიენტაცია – უზრუნველყოფს დასახლებული პუნქტის მცხოვრებთა და სტუმართა ადგილზე ორიენტაციის გაადვილებას;
გამოცოცხლება – ადგილზე შენობა ნაგებობების და დაწესებულებების განლაგება იმგვარად, რომ ხდება ლოკაციის სტიმულირება და ლოკაციაზე ვიზიტორების მოზიდვა;
კომპლიმენტური გამოყენება – რა დროს ქალაქის ერთი უბანი ან ლოკაცია „ავსებს“ მეორეს დანიშნულების მიხედვით;
ხასიათი და მნიშვნელობა – ქალაქის ლოკაციებს შორის სხვაობის შექმნა;
კანონზომიერება და შემთხვევითობა – ქალაქის ლოკაციებს შორის ბალანსის დაცვა;
საზოგადოებრივი სივრცე – სკვერების, პარკების, სკვერების და სხვა საზოგადოებრივი სივრცეების განლაგება განაშენიანების საერთო სქემაში.
скачать dle 12.1
მობ: 568 68 68 86
ელ-ფოსტა:
[email protected]